შეკვეთის განთავსება
შეძენის განსახორციელებლად მომხმარებელი ვებ. გვერდზე განთავსებულ პროდუქტიას ამატებს კალათაში. პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ, მომხმარებელი გადადის ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც მიიღებს დეტალურ ინფორმაციას საბოლოო და ჯამური ანგარიშსწორების თანხის და მიწოდების პირობებს (ვადა და ღირებულება);
ვებ. გვერდზე პერიოდულად ან/და კონკრეტული პროდუქტის მიმართებაში შესაძლოა განისაზღვროს მომხმარებლის მიერ შესაძენი პროდუქტის ღირებულების მინიმალური ოდენობა.
იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიუხედავად, კომპანიას კონკრეტული პროდუქტი არ აქვს მარაგში, ან პროდუქტის გაგზავნამდე, შემოწმებისას აღმოჩნდება, რომ აქვს ხარვეზი, კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნული მომხმარებელს და მომხმარებლის სურვილის შესაბამისად, განახორციელოს კონკრეტული შეკვეთის ცვლილება ან გაუქმება.
მხარეებისთვის ცნობილია, რომ კომპანია თავის მხრივ იტოვებს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ, სრულად ან ნაწილობრივ გააუქმოს შეკვეთა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება მომხმარებელს.
მომხმარებელი ანგარიშსწორებას ახდენს VISA ან MASTERCARD ან American Express ბარათით, ხოლო საკმარისი ქულების არსებობისას ასევე ლოალობის პროგრამის ფარგლებში დაგროვილი ქულებით ან კომბინირებულად. ბარათის იდენტიფიკაცია და შესაბამისი გადახდის (ტრანზაქციის) განხორციელება სრულად ეკუთვნის ანგარიშსწორების ბანკის პრეროგატივას. ტრანზაქციის განმახორციელებელი პლატფორმა სრულად ეკუთვნის შესაბამის ბანკს.
მომხმარებელს ავტომატურად დაუნგარიშდება ლოალობის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობის ფასდაკლება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საბანკო ბარათის დეტალების შევსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ შეკვეთის ღირებულების ანაზღაურების დროს გამოყენებული საბანკო ბარათი არის მისი საკუთრება და აღნიშნული არ წარმოადგენს მისი მხრიდან არამართლზომიერ ქმედებას.
ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება ამასთანავე, მომხმარებელი მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღებს დასტურს შეკვეთის წარმატებით დასრულების შესახებ.
მომხმარებელს საშუალება აქვს ვებ. გვერდის საშუალებით თვალი ადევნოს და გაეცნოს შეკვეთის სტატუსებს და მიწოდების დეტალებს.
კომპანიას შეკვეთის განხორციელების ვალდებულება წარმოეშობა, მომხმარებლის მიერ ანგარიშწორების სრულად დასრულების და ტრანზაქციის წარმატებით დასრულების შესახებ შესაბამისი შეტყობინების მიღების შემდეგ.
კომპანიის მხრიდან თანხის მომხმარებლისთვის დაბრუნების ვალდებულების შემთხვევაში, კომპანია მომხმარებელს შესაბამის თანხას დაუბრუნებს იმავე საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, თანხის დაბრუნების დადასტურებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.