ჩვენ შესახებ
წინამდებარე ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას ან/ და შეკვეთის განხორციელებით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მხარეებისთვის.
წინამდებარე წესები და პირობები შედგენილია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და წარმოადგენს ელექტრონული საშუალებით დადებულ წერილობით, დისტანციურ ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს ურთიერთობას მომხმარებელსა და კომპანიას შორის.
ხელშეკრულება დადებულად ითვლება მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დასრულების და წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობის განცხადების მომენტიდან.
კომპანია უფლებამოსილია, პერიოდულად, საკუთარი შეხედულებისამებრ მოახდინოს წესებსა და პირობებში ცვლილებების შეტანა. შეტანილი ცვლილებების გამოქვეყნება მოხდება ვებ.გვერდზე. იმ შემთხვევაში, თუ წესებსა და პირობებში ხდება ისეთი არსებითი ცვლილებების შეტანა, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მომხმარებლის უფლებებზე, აღნიშნული ცვლილების თაობაზე, ცვლილებების ძალაში შესვლამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე, ვებ. გვერდზე მითითებული ელ. ფოსტის მისამართზე ან ამავე ვებ. გვერდზე გამოქვეყნებული შეტყობინების საფუძველზე ეცნობება მომხმარებელს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღის შემდგომ განათავსებს შეკვეთებს, მიიჩნევა რომ იგი სრულად ეთანხმება შეტანილ ცვლილებებს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ეთანხმებით საიტზე უკვე გამოქვეყნებულ ან/და განახლებულ წესებსა და პირობებს უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ ვებ-გვერდით სარგებლობა და გააუქმოთ რეგისტრირებული ანგარიში.
ვებ.გვერდით სარგებლობასთან ან მისგან გამომდინარე ყველა საკითხი, რომელიც რეგულირებული არ არის წინამდებარე წესებითა და პირობებით რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ყველა დავა, რომელიც წარმოიქმნება კომპანიასა და მოხმარებელს შორის პლატფორმიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით გადაწყდება მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის, დავას განიხილავს საქართველოს სასამართლო შპს „ურბანთეილსი“-ს იურიდიული მისამართის მიხედვით;
კითხვების ან/და პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ცხელ ხაზს, ნომერზე: - ან ელ.ფოსტაზე: -
- გამოყენებული ტერმინების განმარტებები
კომპანია - შპს „ურბანთეილსი“ (ს/კ: 406470037);
ვებ.გვერდი -
www.urbantails.ge, რომელსაც ფლობს და მართავს შპს “ურბანთეილსი”, შემდგომში “კომპანია. ვებ. გვერდი აკავშირებს მომხმარებელს, საკურიერო/გადამზიდავ და შესაბამის საბანკო გადახდის სისტემასთან;
მომხმარებელი - ნიშნავს ნებისმიერ 18 წელს მიღწეულ პირს, რომელმაც პროდუქტის შეძენის მიზნით განახორციელა ვებ.გვერდზე
www.urbantails.ge რეგისტრაცია და შეკვეთის განთავსება;
მიწოდების მომსახურება - წინამდებარე წესებისა და პირობების, მიწოდების პირობებში აღნიშნული საკურიერო კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურება, რომლის საფუძველზეც მომხმარებელი მის მისამართზე იღებს შესყიდულ პროდუქტიას (შეკვეთას);
დასრულებული შეკვეთა - შეკვეთა, რომელიც მიიღო მომხმარებელმა;
მიწოდების ღირებულება - შეკვეთის მიწოდების ღირებულება, რომელსაც იხდის მომხმარებელი მიწოდების მომსახურების სანაცვლოდ;
შეკვეთის ნომერი - კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის მინიჭებული ინდივიდუალური შეკვეთის მაიდენტიფიცირებელი ნომერი;
რეგისტრაცია – წესებისა და პირობების შესაბამისად,
www.urbantails.ge - ზე მომხმარებლის მიერ საკუთარი ანგარიშის შესაქმნელად რეგისტრაციის გავლა, პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითების და წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობის განცხადებას;
ავტორიზაცია -
www.urbantails.ge -ზე არსებულ პირად ანგარიშზე შესვლას (რეგისტრირებული ელ. ფოსტის და შესაბამისი პაროლის საშუალებით), ვებ.გვერდზე განთავსებული პროდუქტის შეძენის, დაბრუნების, პრენეტზიების/რეკლამაციების წარდგენის, პირადი ანგარიშის დათვალირების, ცვლილების და მართვის მიზნით;
ვებ-გვერდზე
www.urbantails.ge განთავსებული პროდუქტის შეძენის მიზნით, მომხმარებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და შესაბამის ველებში მიუთითოს სავალდებულოდ შესავსები ინფორმაცია (სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ავტორიზაციისთვის საჭირო პაროლი, (პაროლი ცნობილია მხოლოდ მომხმარებლისთვის და სისტემა არ ინახავს ღია სახით ).
მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ წარმოადგენს სრულწლოვან პირს და ვებ. გვერდზე რეგისტრაციისას გამოყენებული ყველა და ნებისმიერი ინფორმაცია ეკუთვნის მას, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელი იღებს პასუხისმგებლობას ყველა ზიანზე, რომელიც კომპანიას მიადგება მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით და მოცემული წესებისა და პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად;
მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას მითითებული პაროლი არ გაუზიაროთ მესამე პირებს და დაიცვას მისი უსაფრთხოება.
მომხმარებელი სრულად პასუხისმგებელია მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე. მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს მისი პაროლი თუ მომხმარებელს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი პაროლი გახდა ხელმისაწვდიმი მესამე პირთათვის, ადგილი ქონდა უნებართვოდ გამოყენებას ან სხვაგვარად იქნა მითვისებული. არსებულ შემთხვევებში მომხმარებელი მყისიერად უნდა დაუკავშირდეს კომპანიას მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან/და ელ. ფოსტის მისამართზე;
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელს შეუძლია გაიაროს ავტორიზაცია, ვებ-გვერდზე, აირჩიოს მისთვის სასურველი პროდუქტია და დაამატოს კალათაში, ხოლო შეძენის სურვილის შემთხვევაში გადავიდეს ანგარიშწორების ეტაპზე;
შეძენის განსახორციელებლად მომხმარებელი ვებ. გვერდზე განთავსებულ პროდუქტიას ამატებს კალათაში. პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ, მომხმარებელი გადადის ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც მიიღებს დეტალურ ინფორმაციას საბოლოო და ჯამური ანგარიშსწორების თანხის და მიწოდების პირობებს (ვადა და ღირებულება);
ვებ. გვერდზე პერიოდულად ან/და კონკრეტული პროდუქტის მიმართებაში შესაძლოა განისაზღვროს მომხმარებლის მიერ შესაძენი პროდუქტის ღირებულების მინიმალური ოდენობა.
იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიუხედავად, კომპანიას კონკრეტული პროდუქტი არ აქვს მარაგში, ან პროდუქტის გაგზავნამდე, შემოწმებისას აღმოჩნდება, რომ აქვს ხარვეზი, კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნული მომხმარებელს და მომხმარებლის სურვილის შესაბამისად, განახორციელოს კონკრეტული შეკვეთის ცვლილება ან გაუქმება.
მხარეებისთვის ცნობილია, რომ კომპანია თავის მხრივ იტოვებს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ, სრულად ან ნაწილობრივ გააუქმოს შეკვეთა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება მომხმარებელს.
მომხმარებელი ანგარიშსწორებას ახდენს VISA ან MASTERCARD ან American Express ბარათით, ხოლო საკმარისი ქულების არსებობისას ასევე ლოალობის პროგრამის ფარგლებში დაგროვილი ქულებით ან კომბინირებულად. ბარათის იდენტიფიკაცია და შესაბამისი გადახდის (ტრანზაქციის) განხორციელება სრულად ეკუთვნის ანგარიშსწორების ბანკის პრეროგატივას. ტრანზაქციის განმახორციელებელი პლატფორმა სრულად ეკუთვნის შესაბამის ბანკს.
მომხმარებელს ავტომატურად დაუნგარიშდება ლოალობის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობის ფასდაკლება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საბანკო ბარათის დეტალების შევსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ შეკვეთის ღირებულების ანაზღაურების დროს გამოყენებული საბანკო ბარათი არის მისი საკუთრება და აღნიშნული არ წარმოადგენს მისი მხრიდან არამართლზომიერ ქმედებას.
ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება ამასთანავე, მომხმარებელი მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღებს დასტურს შეკვეთის წარმატებით დასრულების შესახებ.
მომხმარებელს საშუალება აქვს ვებ. გვერდის საშუალებით თვალი ადევნოს და გაეცნოს შეკვეთის სტატუსებს და მიწოდების დეტალებს.
კომპანიას შეკვეთის განხორციელების ვალდებულება წარმოეშობა, მომხმარებლის მიერ ანგარიშწორების სრულად დასრულების და ტრანზაქციის წარმატებით დასრულების შესახებ შესაბამისი შეტყობინების მიღების შემდეგ.
კომპანიის მხრიდან თანხის მომხმარებლისთვის დაბრუნების ვალდებულების შემთხვევაში, კომპანია მომხმარებელს შესაბამის თანხას დაუბრუნებს იმავე საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, თანხის დაბრუნების დადასტურებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
მიტანის სერვისი მოქმედებს თბილისის და მისი შემოგარენის მასშტაბით (წყნეთი, კოჯორი, კიკეთი, შინდისი, თხინვალა, ოქროყანა, ფონიჭალა, სოფელი ლილო, დიდი ლილო, სოფელი ლისი, მუხათწყარო).
მიწოდების პერიოდი შეადგენს 2 (ორი) სამუშაო დღეს. გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო შესაძლოა მიწოდების ვადა გაიზარდოს, რის შესახებაც დამატებით ეცნობება მომხმარებელს. მიწოდების ფასი განისაზღვრება შეკვეთის ღირებულების მიხედვით:
შეკვეთის მიწოდების მისამართს მომხმარებელი უთითებს ყოველი შეკვეთისას.
თუ მომხმარებელს სურს, რომ მის ნაცვლად ჩაიბაროს სხვა პირმა, ---------------
მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ შეძენილი პროდუქტის მიწოდებას განახორციელებს ---------------------
კომპანია პასუხს არ აგებს კურიერის მიერ საკუთარი ვალდებულებების დაგვიანებით ან/და არაჯეროვან შესრულებაზე.
არასრული მისამართის, ან/და საკონტაქტო ტელეფონის ნომრის არასწორად მითითების, ასევე, ტელეფონზე კურიერის ზარის არ პასუხის შემთხვევაში, პროდუქტია დაბრუნება საწყობში და შეინახება 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ბრალეულობით ვერ განხორციელდა საკურიერო კომპანიის მხრიდან ვებ. გვერდზე შეძენილი პროდუქტის ჩაბარება მის მიერ მითითებულ დროს/მისამართზე,
კომპანია გონივრულ ვადაში განმეორებით დაუკავშირდება მომხმარებელს და დააზუსტებს პროდუქტის ჩაბარებისათვის სასურველ დროს/მისამართს. თუ მომხმარებლის ბრალეულობით განმეორებით ვერ მოხდება მასთან დაკავშირება ან მომხმარებლისათვის შეძენილი პროდუქტის განმეორებით ჩაბარება მომხმარებლის მიერ სასურველი დროის მონაკვეთში/მისამართზე,
კომპანია იტოვებს უფლებას გააუქმოს შეკვეთა ამგვარი შეკვეთის განხორციელებიდან 10 (ათი) დღის შემდეგ და დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა მისი გაუქმებიდან არაუვიანეს 5 (ხუთი) დღისა.
საწყობში შენახვის ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვის ან/და მიმღები პირის მიერ შეკვეთის მიღებაზე უარის თქმის გამო, კომპანიის ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად და მომხმარებელს არ დაუბრუნდება გადახდილი თანხა.
მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთის მიღებისთანავე შეამოწმოს შეკვეთა და არ ჩაიბაროს ნაკლის მქონე პროდუქტია.
მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარი თქვას დისტანციურ ხელშეკრულებაზე (დააბრუნოს შეკვეთილი პროდუქტია) 14 კალენდარული დღის განმავლობაში, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი გამონაკლისებისა. ეს ვადა აითვლება მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;
ა) მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მიმღები პირის მიერ (გარდა კონტრაქტორისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან ან
ბ) მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში- მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მიმღები პირის მიერ (გარდა კონტრაქტორისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;
გ) საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.
მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას არ დაეკისრება არანაირი ხარჯის (მათ შორის, მიწოდების ხარჯის) გაწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა კომპანიის მიერ შეთავაზებული სტანდარტული მიწოდებს მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება აირჩია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან საქონლის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან.
მომხმარებლის მიერ ცალკეულ შეკვეთაზე უარის თქმა იწვევს მხოლოდ კონკრეტული შესაბამისი შეკვეთის გაუქმებას და გავლენას არ ახდენს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედებაზე.
მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას გაუგზავნოს შევსებული ფორმა, რომელიც ასახავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დადგენილ ვადაში განხორციელების მტკიცების ტვირთი ეკისრება მომხმარებელს.
მომხმარებელს არ აქვს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება თუ:
ა) კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც კომპანია ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის ამ კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა;
გ) მას მიეწოდა ჰერმენტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
დ) მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
ე) მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
ვ) მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ხელშეკრულების უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით დადებული/ცალკეული შეკვეთით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა შესრულებით მიიღეს, მხარეებს უბრუნდებათ.
მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის და პროდუქტის დაბრუნების შემთხვევაში კომპანია ვალდებულია:
ა) მომხმარებელს გადახდილი თანხა, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში მიწოდების ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილი წესების შესაბამისად შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. კომპანია ვალდებული არ არის, მოხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან კომპანიის მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან;
ბ) თანხა აანაზღაუროს გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს და მას დამატებითი ხარჯი არ წარმოეშობა.
გ) ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
ა) კომპანიას დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა.
ბ) გასწიოს მხოლოდ საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯი.
მომხმარებელი ვალდებულია მოვაჭრეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში გაუგზავნოს შევსებული ფორმა ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დადგენილ ვადაში განხორციელების მტკიცების ტვირთი მომხმარებელს ეკისრება.
მომხმარებლისათვის ან სხვა მიმღები პირისათვის პროდუქტის/ შეკვეთის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემიდან მასზე გადადის , საქონლის შემთხვევითი დაღუპვის ან გაფუჭების.
იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიას მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პროდუქტის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს;ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
ნაკლის მქონე პროდუქტის ან შეცდომით მიღებული შეკვეთის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, ნაკლის აღმოჩენისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მიაწოდოს ინფორმაცია კომპანიას (ნაკლის ამსახველი ფოტოსურათი და ამ ფაქტის შესახებ, შემდეგ ელ. ფოსტაზე: ----------ან დაუკავშირდეს ცხელი ხაზის ------------------- მეშვეობით. ამასთან, მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს ვებ-გვერდზე განთავსებული პრეტენზიის ფორმა.
პროდუქტი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში (30 კალენდარული დღე), ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება პროდუქტის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს პროდუქტი შეიძინა;
პროდუქტის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს კომპანიის მიერ ყველა ხარჯის გაწევას, რომლებიც საჭიროა პროდუქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს პროდუქტის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა)პროდუქტის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
ბ)კომპანიამ პროდუქტი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
გ) კომპანიის მიერ პროდუქტის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ პროდუქტის ნაკლი უმნიშვნელოა;
მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა;
თუ მომხმარებელმა პროდუქტის ნაკლი მისი მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა პროდუქტის მიწოდებისას, თუ პროდუქტის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი კომპანიას ეკისრება. თუ მომხმარებელმა პროდუქტის ნაკლი მისი მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა პროდუქტის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება;
კანონისმიერი საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება, უქმდება თუ:
ა) ამოიწურა პროდუქტის მოხმარების ვადა;
ბ)გაყიდულ პროდუქტზე მონაცემები წაშლილი, შეცვლილი, გადაკეთებულია, პროდუქტზე არ იკითხება/ამძვრალია სერიული ნომერი და სხვაგვარად შეუძლებელია პროდუქტის იდენტიფიცირება;
გ)დაზიანება გამოწვეულია ფიზიკური ზემოქმედებით და არასათანადო ექსპლუატაციით;
დ)დაზიანება გამოწვეულია შენახვის წესების პირობების დარღვევით;
ე)შეძენილი პროდუქტია გამოყენებულია კომერციული და სამეწარმეო მიზნებისთვის.
- კონფიდენციალურობის პირობები
კომპანია “ურბანთეილსი”-ს ვებ.გვერდზე ვიზიტის დროს ვალდებული ხართ გაეცნოთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას. წინამდებარე დოკუმენტი (კონფიდენციალურობის პოლიტიკა) წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.
მომხმარებელი, წინამდებარე ვებ.გვერდზე მისი კუთვნილი პერსონალური ხასიათის ინფორმაციის ასახვით/მითითებით, ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას კომპანია “ურბანთეილს”-ს გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
- პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით;
- მონაცემთა სუბიექტი (შემდგომში მომხმარებელი) - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებაც მუშავდება მონაცემები;
- მესამე პირი - ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა, სპეციალური წარმომადგენლისა და იმ პირისა, რომელიც უფლებამოსილია დაამუშაოს მონაცემები დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი დავალებით;
- მონაცემთა სუბიექტის (მომხმარებლის) თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება;
- მონაცემთა დამუშავება - მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით;
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;
- დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით. დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად არ მიიჩნევა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი; წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად ასევე მიიჩნევა შპს ---------------------- საიდენტიფიკაციო კოდი:---------------- მის:
- პირდაპირი მარკეტინგი - ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების
დამუშავების საფუძველი
- მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე;
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან/და მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად.
- მისთვის სახელშეკრულებო ურთიერთობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია
- შეთავაზებული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
- კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია, მათ შორის განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული მარკეტინგული ხასიათის აქტივობების განხორციელება;
- ანაგრიშწორების განხორციელების შესახებ უფლებამოსილი მესამე პირისგან ინფორმაციის მიღება;
- მონაცემების დამუშავება კანონმდებლობის ინტერესებიდან გამომდინარე, და კანონმდებლობის დაცვის მიზნით ვებ. გვერდის უდაფრთხოების და სისტემის უსაფრთხოების პრევენცია მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების პრევენცია;
მომხმარებლის უფლებამოსილება
მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს შემდეგი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ;
- შეგროვებული პერსონალური მონაცემების ასლები;
- მონაცემთა დამუშავების მიზანი;
- მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
- პერსონალურ მონაცემთა შეგროვების გზები;
- მისი კუთხვნილი პერსონალური ინფორმაციის მესამე პირებზე გადაცემის შესახებ ინფორმაცია;
- პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადა;
მომხმარებელს უფლება აქვს, ზემოაღნიშნული ინფორმაცია მიიღოს მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. კანონმდებლობით დადგენილ გამონაკლისების შემთხვევაში, მომხმარებლის სავალდებულო შეტყობინების შემდეგ,
კომპანია ვალდებულია მომხმარებლის მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაასწოროს, განაახლოს, შეავსოს მომხმარებლის შესახებ მცდარი/არაზუსტი/არასრული მონაცემები. ან მომხმარებელს აცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განუმარტოს მისი გასაჩივრების წესი.
მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ კომპანიისათვის მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების წაშლა/განადგურება, ელექტრონული ფოსტის -
------------------------------ საშუალებით. კომპანია ვალდებულია ასეთი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში შეწყვიტოს , წაშალოს წაშალოს ან/და გაანადგუროს მომხმარებლის შესახებ არსებული მონაცემები ან მომხმარებელს აცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განუმარტოს მისი გასაჩივრების წესი.
იმ შემთხვევაში, თუ: მომხმარებელი სადავოდ ხდის მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს,, მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა მომხმარებელი ეწინააღმდეგება მათ წაშლას და ითხოვს მონაცემთა დაბლოკვას; მონაცემები საჭირო აღარ არის მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა მომხმარებელს ისინი სჭირდება საჩივრის/სარჩელის წარსადგენად, მომხმარებელი მოითხოვს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვა, არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა,
მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს მის შესახებ არსებულ მონაცემთა დაბლოკვა. მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა დაბლოკვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ან მონაცემთა დაბლოკვაზე უარის თქმის საფუძვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნიდან 3 (სამი) სამუშაო დღისა. გარდა მონაცემთა შენახვისა, შესაძლოა სხვაგვარად დამუშავდეს შემდეგ შემთხვევებში: მომხმარებლის თანხმობით; სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასასაბუთებლად; თავად კომპანიის ან მესამე პირის ინტერესების დასაცავად; კანონის შესაბამისად, საჯარო ინტერესის დასაცავად.
მომხმარებელი უფლებამოსილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს.
მომხმარებლის ვალდებულება
მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას მის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია შემდგომში მომსახურების მიღების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილებებზე.
არასრულწლოვანი პირი
კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის უტყუარობა და სისწორე, მათ შორის, მომხმარებლის ასაკი. თუ ცნობილი გახდება, რომ ინფორმაციის მომწოდებელი პირი არ არის სრულწლოვანი, კომპანია უფლებას იტოვებს არ გაითვალისწინოს არასრულწლოვანი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თუ თქვენთვის ცნობილი გახდა, რომ ვებ გვერდზე რეგისტრირებული პირი არ არის სრულწლოვანი და არ აქვს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებით, გთხოვთ გვაცნობოთ აღნიშნულის თაობაზე.
პირდაპირი მარკეტინგის შესახებ თანხმობა/გამოხმობა
პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებაზე თანხმობა გულისხმობს, რომ თანახმა ვარ, მივიღო კომპანიის ნებისმიერი სახის სარეკლამო, საინფორმაციო ან მარკეტინგული ხასიათის შეტყობინება ან შეთავაზება, მათ შორის პროდუქტის, მომსახურების, აქციების, ფასდაკლებების, დასაქმების, სიახლეების შესახებ და სხვ. ტელეფონის (მათ შორის SMS შეტყობინების), ფოსტის, აპლიკაციის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით.
პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მომხმარებელი გასცემს თანხმობას აქტიური ქმედებით.
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნა, შესაძლებელია იმავე ფორმითა და არხით, რომლითაც განხორციელდება პირდაპირი მარკეტინგი.
მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს პერსონალური მონაცემების შესწორება, დამატება, განახლება, ცვლილება, წაშლა, დაბლოკვა, განადგურება, დამუშავებზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის, პარტნიორი კომპანიების ან/და პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიღება კომპანიისათვის განცხადებით მიმართვის ან რეგისტრაციის ფორმაში მითითებული ელ-ფოსტიდან შესაბამისი შეტყობინების კომპანიის ელ.ფოსტაზე: -------------- გაგზავნის გზით.
პერსონალური მონაცემების გადაცემა
პერსონალური მონაცემების გაზიარება ხორციელდება საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანიისათვის, კომპანიას მომხმარებლის შესახებ გადაეცემა შემდეგი სახის ინფორმაცია: შეკვეთის დეტალები, სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი. პარტნიორი საკურიერო კომპანიისათვის მიწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ შეძენილი პროდუქტის მიწოდების მიზნით.
მესამე მხარის ვებ. გვერდებს და პლატფორმებს, რომელთა მომსახურება დამატებულია ჩვენს ვებ.გვერდზე საკურიერო, გადახდის სისტემით ანდა სხვა მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის მიზნით, განსაზღვრული აქვთ დამოუკიდებელი კონფიდენციალურობის პოლიტიკა და შპს „ურბანთეილსი“ არ არის პასუხისმგებელი დამატებული / დაკავშირებული საიტების შინაარსსა და საქმიანობაზე.
ინფორმაციის დაცვის პროცესი
მიღებული ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც არ აქვს წვდომა მესამე პირებს. ყველა მოწოდებული ინფორმაცია გადაიცემა ------------------------------- ტექნოლოგიით და შემდეგ დაშიფრულია გადახდის პროვაიდერების მონაცემთა ბაზაში, რათა ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ ასეთ სისტემებზე წვდომის სპეციალური უფლებების მქონე პირებისთვის და მათ მოეთხოვებათ ინფორმაციის კონფიდენციალური შენარჩუნება.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტში შესაძლოა განხორცილედეს ცვლილებები, რომელიც გამოქვეყნდება ამავე ვებ.გვერდზე